მანანა მანჯგალაძე ჟურნალისტიკაში ბრუნდება

მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრეს-სპიკერი და “რუსთავი 2″ -ის ყოფილი კორესპონდენტი მანანა მანჯგალაძე ჟურნალისტიკაში ბრუნდება. იგი ამჯერად ტელეკომპანია „პირველის” გუნდს უერთდება.

მანანა მანჯგალაძემ “აქცენტს” განუცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე საუბარი არ სურს.

“ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე არ მსურს საუბარი ამ საკითხზე”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხის განხილვა 5 თებერვლამდე გადაიდო
შემდეგი სტატიამოზარდების დაჭრა თანხის გამოძალვას უკავშირდება?