გაზპრომის წარმომადგენელს სასამართლოში დაიბარებენ – საქალაქო სასამართლომ ენმ-ს სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ „გაზპრომთან“ დაკავშირებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, პარტია პარალელურად ხელშეკრულების გაფორმების შესასწავლად დროებით საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.
“გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ, გაზპრომთან დაკავშირებულ ნაციონალური მოძრაობის სარჩელზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზპრომის წარმომადგენელი დაბარებული იქნას სასამართლოში. პასუხი უნდა გასცეს კითხვაზე, რატომ არის კონტრაქტი საიდუმლო და რა უშლის ხელს მის გასაჯაროებას. ეს სასიამოვნო ფაქტია. არა მარტო გაზპრომს, არამედ ქართულ მხარესაც მოუწევთ იმის ახსნა, თუ რატომ იქნა გასაიდუმლოებული ეს ხელშეჯრულება. დღესავით ნათელია, რომ ამით ქვეყანამ განიცადა სერიოზული ეკონომიკური ზარალი. ამასთან ერთად, ეს პოლიტიკურადაც საზიანო იყო. ეს არის პირველი სერიოზული ნაბიჯი ამ ბურუსით მოცული, საეჭვო და ქვეყნისათვის წამგებიანი ხელშეკრულების გამოსამზეურებლად. პარალელურად ფრაქცია ითხოვს მისი გაფორმების გარემოებების შესასწავლად დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიმოზარდების დაჭრა თანხის გამოძალვას უკავშირდება?
შემდეგი სტატიახასო ხანგოშვილი : მთავარია ოჯახსა და მთავარ პროკურორს შორის შედგეს კონტაქტი