მოვუწოდებთ პრეზიდენტს, რომ დროულად გამოაცხადოს არჩევნების თარიღი – ზაალ უდუმაშვილი

„დღეს არჩევნების თარიღის გაჭიანურება, მხოლოდ და მხოლოდ, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის,“ – ეს განცხადება, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ დროულად გამოაცხადოს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი, რაც არჩევნებში მონაწილე ყველა ფიგურანტს წინასაარჩევნო კამპანიის ნორმალურად წარმართვის შესაძლებლობას მისცემს.

„ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ დროულად გამოაცხადოს არჩევნების თარიღი და არ იყოს ის დამოკიდებული იმაზე, თუ თავად რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დააყენებს თუ არა კანდიდატურას ან რას ურჩევს მას ქართული ოცნება, რომ მიეცეს ყველას, ნორმალურად ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში, განსაკუთრებითი კი ოპოზიციას,“ – განაცხადა უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, მმართველი პარტიაში განხეთქილებაა, რასაც მოწმობს ის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატზე ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ.

„დღეს ქართული ოცნება ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, იმიტომ, რომ დღემდე ვერ გადაწყვიტა ეყოლება თუ არა საკუთარი კანდიდატი, ეს იმას ნიშნავს, რომ შიგნით ქართულ ოცნებაში არის სერიოზული განხეთქილება,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივნისში ეკონომიკური ზრდა საქართველოში 4% იყო
შემდეგი სტატიაივანიშვილს კარგად ესმის, რომ “ქართული ოცნების” რესურსი, საკუთარი სახელით და საკუთარი ნომრით მოიგოს არჩევნები, ძალიან შეიზღუდა – ბაქრაძე