ივანიშვილს კარგად ესმის, რომ “ქართული ოცნების” რესურსი, საკუთარი სახელით და საკუთარი ნომრით მოიგოს არჩევნები, ძალიან შეიზღუდა – ბაქრაძე

დავით ბაქრაძე მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი არაფრის დათმობას არ აპირებს.
ბაქრაძის განცხადებით, მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა მაღალი არ აქვს და სწორედ ამიტომ გეგმავენ დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერას.
რაც შეეხება მმართველი გუნდის მიერ კანდიდატის ამ დრომდე არ დასახელებას, ბაქრაძის თქმით, ივანიშვილს კარგად ესმის, რომ “ქართული ოცნების” რესურსი, საკუთარი სახელით და საკუთარი ნომრით მოიგოს არჩევნები, ძალიან შეიზღუდა.
„ივანიშვილს კარგად ესმის, რომ „ქართული ოცნების“ რესურსი, საკუთარი სახელით და საკუთარი ნომრით მოიგოს არჩევნები, ძალიან შეიზღუდა, ამიტომ, ცდილობენ, ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის თემის შემოგდებას, თუმცა რანაირად იქნება კანდიდატი დამოუკიდებელი , თუ მის უკან იდგება ქართული ოცნება,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებთ პრეზიდენტს, რომ დროულად გამოაცხადოს არჩევნების თარიღი – ზაალ უდუმაშვილი
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე კახეთში ამომრჩეველს შეხვდება