მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს და არ დაუშვან პროვოკაციები – თამარ ჩუგოშვილი

პირიველი ბრიფინგი ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში. პარალმენტის ვიცე-სპიკერი ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობის აუცლებლოაბზე საუბრობს. თამარ ჩუგოშვილი ოპონენტების მხრიდან გარკვეულ პროვოკაციებს არ გამორიხავს და მოუწოდებს დამკვირვებლებს, რომ სათანადოდ ასახონ დარღვევები.

“ამ ეტაპისთვის, რაიმე არსებითი ხასიათის ხარვეზები არ არის დაფიქსირებული. ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ისევე, როგორც საქართელოში 2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები ჩატარდება თვისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს ყველა ზომა, შესაძლო პროვოკაციებისა და ინციდენტების თავიდან სასაცილებლად. მოვუწოდებთ ასევე, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს არ დაუშვან საარჩვნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები, ყველა ასეთ დარღვევაზე იქნება კანონიერი რეაგირება, სახელმწიფოს მხრიდან. უკვე ჩანს, რომ არის მცდელობები, გარკვეულ ადგილებზე, რომ ასეთი პროვოკაციები იქნას ინიცირებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური პარტია კონკრეტულად მოეკიდოს ამ საარჩვნო პროცესს და ასევე მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, რომ სათანადაოდ ასახონ, ის დარღვევები და ფაქტები, რასაც ადგილი ექნება და თუ ექნება თავიანთი დაკვირვების პროცესში,”- განაცხადა, თამარ ჩუგოშვილმა

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – გურჯაანის რაიონში ადამიანებს აიძულებენ, გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ ხმის მიცემის შემდეგ
შემდეგი სტატიასაია – ფიქსირდება მნიშვნელოვანი ტენდენციები, რომელიც ხმის მიცემის ფარულობას და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება