გიორგი ვაშაძე – გურჯაანის რაიონში ადამიანებს აიძულებენ, გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ ხმის მიცემის შემდეგ

გურჯაანის რაიონში ადამიანებს აიძულებენ, გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ ხმის მიცემის შემდეგ, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ არჩევნების მეორე ტურში დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრისას განაცხადა.

„მაგალითად, გურჯაანის რაიონში აიძულებენ ადამიანებს გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ ხმის მიცემის შემდეგ. ესაა პირდაპირი კანონდარღვევა და ამას აუცილებლად ექნება შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, რომ კანონი არსებობს და კანონი დაიცავით, შეეშვით ამ ძალადობას”, – განაცხაა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციამ ფოთში 6 საჩივარი დაწერა
შემდეგი სტატიამოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს და არ დაუშვან პროვოკაციები – თამარ ჩუგოშვილი