მოვუწოდებთ EU-ს და სხვებს, უფრო ძლიერად ჩაერთონ ამ კატასტროფის დასასრულებლად – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ კახოვკას ჰესის აფეთქებას გამოეხმაურა და მას “უპასუხისმგებლო აქტი” უწოდა.

პაპუაშვილმა ევროკავშირს მოუწოდა, უფრო აქტიურად იმუშაოს კატასტროფის დასასრულებლად.

“კახოვკას კაშხლის განადგურება კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კატასტროფული შედეგები მოჰყვება. რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვრები არ აქვს და უარყოფითად მოქმედებს რეგიონზე და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და სხვებს, რომლებსაც აქვთ ეფექტური გავლენის ინსტრუმენტები, უფრო ძლიერად ჩაერთონ ამ კატასტროფის დასასრულებლად”, – წერს პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება რუსული სისასტიკის ახალი განზომილებაა – ევროკავშირი
შემდეგი სტატიარისი გასაღებიც აქვს „ნაცმოძრაობას“, ის საკეტი უკვე დიდი ხანია გამოცვლილია, ამიტომაც ცდილობენ წლებია, უშედეგოდ, ხან პარლამენტის, ხან ცესკოს ღობეზე გადაძრომას – თალაკვაძე