“მოვიდეს, პირში მითხრას”- მეუფე იაკობის პასუხი მეუფე პეტრეს

news
ავტ.: news თებერვალი 15, 2017 14:54

“მოვიდეს, პირში მითხრას”- მეუფე იაკობის პასუხი მეუფე პეტრეს

ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს პირში მითხრას, – ასე პასუხობს ქორეპისკოპოსი იაკობი ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს. როგორც მეუფე იაკობმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებები არასერიოზულია. „მეუფე პეტრემ თავის ნათქვამზე თვითონ უნდა გააკეთოს კომენტარები. ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს პირში მითხრას“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა. რაც შეეხება შეკითხვას, მართლაც აქვს თუ არა საპატრიარქოში დიდი გავლენა შორენა თეთრუაშვილს, როგორც ამას მეუფე პეტრე ცაავას ამტკიცებს, ქორეპისკოპოს იაკობის თქმით, „შეიძლება მეუფე პეტრეზე აქვს და უნდა მისი გავლენისგან გათავისუფლება“. „შეიძლება მეუფე პეტრეზე აქვს (გავლენა) და გათავისუფლება უნდა მისი გავლენისგან. ჩვენზე რა გავლენა უნდა ჰქონდეს? ეს არის არასერიოზული რაღაც“, – აღნიშნა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

news
ავტ.: news თებერვალი 15, 2017 14:54

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics