” ხშირად მრცხვენია ხოლმე…” – ქორეპისკოპოსი იაკობი დაკავებულ დეკანოზზე

ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიძის განცხადებით, მეუფე პეტრე ცაავასგან გაიგო მხოლოდ დაკავებული დეკანოზის კეთილსინდისიერებაზე. როგორც ქორეპისკოპოსმა იაკობმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, ხშირად სხვების განცხადებების გამო მას რცხვენია. „არ მინდა დაჭერილ ადამიანზე რამე ვილპარაკო. ჩვენზე ძალიან იმას არასდროს არ შეტკიოდა გული – რა თქმა უნდა, მამალაძეს ვგულისხმობ და მამალაძის კეთილსინდისიერებაზე პირველად მეუფე პეტრესგან მოვისმინე. ვიცნობ მაგ ადამიანს და პირველად მოვისმინე კეთილსინდისიერიაო რომ თქვეს. არასერიოზულია ასეთი განცხადებები. თავისთვის არის უკეთესი. საზოგადოებაში თუ უნდა რომ ავტორიტეტი ჰქონდეს და პატივისცემა, მასეთი რაღაცეებით ხომ… ხშირად მრცხვენია ხოლმე სხვების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო“, – განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა. ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ხელისუფლებას მიმართავს, დეკანოზი გიორგი მამალაძე თავდებით გაათავისუფლონ. მისივე თქმით, ეს იქნება ჰუმანური და ქრისტიანული გადაწყვეტილება.

banner
წინა სტატიაში„ჩემი შიში აქვთ” – ქორეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრეს პასუხობს
შემდეგი სტატია“მოვიდეს, პირში მითხრას”- მეუფე იაკობის პასუხი მეუფე პეტრეს