,, მოთხოვნაა, არ მიეცეს ბიძინა ივანიშვილს იმ ტერიტორიის მითვისების საშუალება, რომელზეც კრწანისი-შინდისის გზა უნდა აშენებულიყო”

ჩვენი მთავარი მიზანია, თბილისის მერმა გაიგოს, რომ ეს არა ერთი პარტიის, არამედ საზოგადოების მოთხოვნაა, – ამის შესახებ თბილისის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დღევანდელი აქცია არის გამაფრთხილებელი პროტესტი ”იმ თავხედობის გამო, რასაც თბილისის მერია სჩადის”. აბესაძის თქმით, მოქალაქეები მოითხოვენ, გაუქმდეს აუქციონი და არ მიეცეს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს იმ ტერიტორიის მითვისების საშუალება, რომელზეც კრწანისი-შინდისის გზა უნდა აშენებულიყო.

აბესაძის განცხადებით, აქციის მთავარი მოთხოვნა არის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისების შეჩერება. „ჩვენ ასევე მოვითხოვთ, გაუქმდეს ბოტანიკური ბაღის გასხვისების გადაწყვეტილება და აღდგეს ბოტანიკური ბაღი ძველ საზღვრებში. მთავარი მიზანია, მერმა გაიგოს, რომ ეს არის არა ერთი პარტიის, არამედ საზოგადოების მოთხოვნა“, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

აქციის მონაწილეებს თბილისის მერიასთან მიტანილი აქვთ ბანერები, წარწერით „ნუ იპარავ“, „ნუ ასხვისებ“. მონაწილეები სკანდირებენ – „ნარმანია ნუ ასხვისებ“, „ქურდებო, ქურდებო“. ტერიტორიაზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

banner
წინა სტატიაშიმარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტების 35 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
შემდეგი სტატიანარმანიას და მის მოადგილეებს არ მივცემთ საშუალებას, თბილისის მერიის შენობაში შევიდნენ