ნარმანიას და მის მოადგილეებს არ მივცემთ საშუალებას, თბილისის მერიის შენობაში შევიდნენ

news
ავტ.: news აპრილი 26, 2016 22:24

ნარმანიას და მის მოადგილეებს არ მივცემთ საშუალებას, თბილისის მერიის შენობაში შევიდნენ

მნიშვნელოვანი

  • როგორც მან მოგვიანებით განმარტა, ეს მას შემდეგ მოხდება, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და 3 მაისს, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარ ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოცხადებული აუქციონის საფუძველზე მისი შემძენი ბიძინა ივანიშვილი გახდება.

სხვა სტატიები

დავით ნარმანიას და მის მოადგილეებს არ მივცემთ საშუალებას, თბილისის მერიის შენობაში შევიდნენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ თბილისის მერიის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან მოგვიანებით განმარტა, ეს მას შემდეგ მოხდება, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და 3 მაისს, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარ ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოცხადებული აუქციონის საფუძველზე მისი შემძენი ბიძინა ივანიშვილი გახდება.

მელიას თქმით, საპროტესტო აქციებს ხვალ დილიდან განაახლებენ. „სპონტანურად აქციაზე დღეს 1000-მდე ადამიანის მობილიზება მოხდა თბილისელების უფლებების დასაცავად, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. ორგანიზებულ აქციაზე გაცილებით მეტი ადამიანი მოვა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, გადაწყვეტილი გვაქვს ნარმანიას და მის მოადგილეებს არ მივცეთ მერიაში შესვლის საშუალება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის მერიის წინ მიმდინარე აქციაზე კეთდება განცხადებები ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეებს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციების წევრები მიმართავენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

news
ავტ.: news აპრილი 26, 2016 22:24