მოსწავლეები “ქართული ოცნების” დროშებით – ჯეჯელავა აცხადებს, რომ ფაქტზე მოკვლევა დაწყებულია

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება. სკოლაში მასწავლებელმა პირველკლასელებთან ერთად ფოტო გადაიღო, სადაც მოსწავლეებს ხელში „ქართული ოცნების“ პარტიული დროშა უკავიათ.

ალექსანდრე ჯეჯელავამ ამ საკითხზე პირველი კომენტარი “კურიერთან” გააკეთა და განაცხადა, რომ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაწყებულია. მინისტრის თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვისი იდეაც იყო სკოლის მოსწავლეებისთვის დროშის დარიგება. მისი თქმით, მთავარი ის კი არ არის, საიდან მიიტანეს დროშა სკოლაში, არამედ უმნიშვნელოვანესია გაირკვეს, ვისი იდეა იყო დროშების ბავშვებისთვის მიცემა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ყველა სკოლა გააფრთხილეს, რომ არ ჩართულიყვნენ საარჩევნო საკითხებში.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მასწავლებლის გარდა, სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხიც დგას.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მასწავლებელი, რომელიც ფოტოზე მოსწავლეეთან ერთად არის ასახული, პარტიის წევრი არ არის.

banner
წინა სტატიაში,,პედაგოგი, რომელსაც მოსწავლეებთან ერთად „ქართული ოცნების“ პარტიული დროშებით აქვს ფოტო გადაღებული, სულ მცირე საყვედურს მიიღებს”
შემდეგი სტატიასაპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეები და უმრავლესობის ლიდერი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ