მოსკოვში მომიტინგების რეკორდული რაოდენობა დააკავეს

გუშინ მოსკოვში გამართული აქცია ოპოზიციის ყველაზე მასობრივი აქცია გახდა მიმდინარე წელს. მან, ასევე, დაკავებული ადამიანების მიხედვით 1993 წლის შემდეგ რეკორდი მოხსნა. ოფიციალური მონაცმებით, დაკავებულია 600 ადამიანი, უფლებადამცველების მტკიცებით, მათი რიცხვი ათასზე მეტია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსკოვში, პეტერბურგში და ათ სხვა ქალაქში კორუფციის წინააღმდეგ არასანქცირებული გამოსვლა დაიწყო.
დაკავებულთა შორის სკოლის მოსწავლეებიც აღმოჩნდნენ – რუსული მედია გუშინ წერდა.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მიტინგზე, თითქმის მეტროდან გამოსვლისთანავე დააკავეს – “ბიბისიმ” გაავრცელა.
ნავალნის დაკავებიდან რამდენიმე ხანში მისმა მომხრეებმა პოლიციის მანქანას, სადაც პოლიტიკოსი იმყოფებოდა, გზა გადაუკეტეს.
“მეგობრებო, მე კარგად ვარ. მე ნუ მელოდებით, წადით ტვერსკიზე. ჩვენი დღევანდელი თემა – კორუფციასთან ბრძოლაა” – დაკავების შემდეგ დაწერა ნავალნიმ “ტვიტერზე”. პოლიტიკოსის გარდა, კორუფციის ფონდის ყველა წევრი (კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი ნავალნის შექმნილია – რედ) ისინიც კი, რომლებიც დემონსტრაციაზე არ იმყოფებოდნენ, რუსმა სამართალდამცველებმა დააკავეს.
მოსკოვის შსს-ს მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, არასანქცირებულ დემონსტრაციაზე დაახლოებით 7-8 ათასი ადამიანი იყო.
დაკავებისას პოლიცია აქტიურად იყენებდა ხელკეტს – “ბიბისის” კორესპონდენტმა გაავრცელა მოსკოვიდან, თუმცა, რამდენიმე ათეული ადამიანის დაკავების შემდეგ, პოლიციამ უკან დახევის ბრძანება მიიღო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავმჯდომარეობით, კიევში სუამის სამიტი გაიხსნა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურთა შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა