მოსკოვში მაია კობახიძე გარდაიცვალა

რუსული მედიის ცნობით, რამდენიმე საათის წინ 64 წლის ასაკში მაია კობახიძე გარდაიცვალა.
მაია კობახიძე, რომელიც წარსულში საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეც იყო, ერთ დროს რუსეთის კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და კულტურის მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელადაც მუშაობდა. ბოლო წლებში კი – რუსეთს ინდუსტრიულ სატელევიზიო პრემიათა კომიტეტის დირექტორად მუშაობდა, რომელიც რუსული სატელევიზიო ხელოვნების უმაღლეს ჯოლდოს, ТЭФИ-ს პრემიის მინიჭებას უწევდა ორგანიზებას.
მაია კობახიძის გარდაცვალების მიზეზები, გავრცელებულ ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის.

banner
წინა სტატიაშიდაურ კოვე: აფხაზების მთავარ ამოცანად კვლავ რჩევა ქართული მხარის დაყოლიება
შემდეგი სტატიაკრეისერ “Адмирал Нахимов”–ის მოდერნიზაცია 2021 წელს დასრულდება