დაურ კოვე: აფხაზების მთავარ ამოცანად კვლავ რჩევა ქართული მხარის დაყოლიება

26 დეკემბერს, სოხუმის მარინეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ ადგილობრივი მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა.
მან ისაუბრა განვლილ წელს გაწეული მუშაობის შესახებ და მთავარ მოვლენად მიიჩნია რუსეთთან ურთიერთობა. მან ხაზგასმით აღნიშნა 2017 წლის აგვისტოში აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტის მნიშვნელობა, აგრეთვე 2017 წლის აპრილში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის სტუმრობა, რომელმაც ოკუპირებულ სოხუმში რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსი გახსნა.
ჟენევის დისკუსიებთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ აფხაზების მთავარ ამოცანად კვლავ რჩევა ქართული მხარის დაყოლიება, რათა ამ უკანასკნელმა ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას სამხედრო მოქმედებების “არგანახლების” შესახებ. დაურ კოვემ ისაუბრა იმ საერთაშორისო კონტაქტებზე, რომლებიც აფხაზეთის ე.წ. სამინისტრომ დაამყარა რამდენიმე ქვეყანასთან. მისი თქმით, ამ კუთხით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
ინფორმაციას ავრცელებს აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტი.

 

https://youtu.be/dESjTDdFLQY

banner
წინა სტატიაშისაზარელი შემთხვევა სოჭში {video}
შემდეგი სტატიამოსკოვში მაია კობახიძე გარდაიცვალა