მოსკოვში 30-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს

საქართველო-ნატო-ს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება თბილისის მიერ აღებულ ვალდებულებებს არ შეესაბამება

მოსკოვში, პუშკინის მოედანზე 30-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. დაკავებულთა შორის პარტია იაბლოკოს თავმჯდომარე, სერგეი მიტროხინი და უფლებადამცველი, ლევ პონომარიოვი არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“ცვლილებათა მარში” დღეს, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, აქტივისტების განცხადებით, ქალაქის მერიამ ოპოზიციასთან საპროტესტო მსვლელობის მარშრუტის შეთანხმებაზე უარი თქვა. მოედანზე მისული აქტივისტების ნაწილი დააკავეს. ნაწილს კი მოედანი დაატოვებინეს.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაშია არიან გადაყვანილი.

სამართალდამცველების განმარტებით, ისინი მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის დამონტაჟებას აფერხებდნენ.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკონსულტაციო საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაბურუნდის დედაქალაქში 40-მდე ცხედარი იქნა აღმოჩენილი