მოსკოვის სასამართლომ ,,ქართული ლეგიონის” მებრძოლებს პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის, ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა ,,ქართული ლეგიონის” წევრებს, რომლებიც უკრაინაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვიან.

“მედიაზონა”  წერს, რომ განაჩენი ლეგიონის ოთხ წევრს გამოუტანეს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემამ მოსკოვის სასამართლოების ბარათებში მოიპოვა.

ჩვენი ბიჭების საქმის განხილვა 3 მარტს გაიმართა, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია სასამართლოების საქმეში მხოლოდ 22 მარტს გამოჩნდა.

„ქართული ლეგიონის“ მეთაური,  მამუკა მამულაშვილი რადიო “თავისუფლების” ქართულ სამსახურთან საუბარში იხსენებს, რომ რუსეთში ფორმირების 24 მებრძოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ გასული წლის აპრილში რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს.

banner
წინა სტატიაშიხავიერ კოლომინა: ჩვენთვის შემაშფოთებელია კანონი “უცხოეთის აგენტების შესახებ”
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა კიდევ ერთი რუსი ვიცე-პოლკოვნიკი მოკლეს