ხავიერ კოლომინა: ჩვენთვის შემაშფოთებელია კანონი “უცხოეთის აგენტების შესახებ”

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი,  ხავიერ კოლომინა შეშფითებულია ,,ოცნების” მიერ მხარდაჭერილი რუსული კანონით.

“ჩვენთვის შემაშფოთებელია კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ, მასზე ჩვენ მკაფიო რეაგირება გვქონდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო ცუდი ნაბიჯი თქვენი ქვეყნისგან, რომელიც თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას ხელს არ შეუწყობდა, თუმცა პარლამენტმა ხელისუფლების მხარდაჭერით სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გამოიწვია კანონპროექტი. ჩვენ დაგვარწმუნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ ეს განზრახვა არის დასამარებული. ჩვენ მას ვურჩიეთ, გაგრძელდეს რეფორმები რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც ევროკავშირმა და NATO-მ გასცეს. დღეს ისევ მოვუწოდებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბრუნოს რეფორმების გატარების ტემპი. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სასამართლო რეფორმა, ასევე, პოლიტიკური პოლარიზაცია და უსაფრთხოების სექტორი. არის სხვა რეფორმებიც, რომლებიც ნახსენები იყო რეკომენდაციებს შორის. ჩვენ ვრჩებით შეშფოთებული. გვესმის, რომ არის სირთულეები, თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს შეუძლია გააუმჯობესოს მათი შესრულების როგორც ხარისხი, ასევე,  ტემპი”,- აცხადებს ხავიერ კოლომინა “ფორმულასთან” ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაში“ყველა ოკუპანტი ჩაძაღლდება!” – გაფრთხილება რაშისტებს
შემდეგი სტატიამოსკოვის სასამართლომ ,,ქართული ლეგიონის” მებრძოლებს პატიმრობა მიუსაჯა