მოსკოვი თბილისის მოვლენების გამოძიებაში რუსეთის ჩართვას მოითხოვს

„რუსეთის მხარემ მონაწილეობა უნდა მიიღოს თბილისში მოწყობილი არეულობის ორგანიზატორთა გამოსავლენად, თუმცა შექმნილი ვითარება არ უნდა აისახოს ორი ქვეყნის მოქალაქეთა ურთიერთობაზე“, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ 21 ივნისს განაცხადა სერგეი გავრილოვმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელმა, რომელმაც ბრიფინგი რუსეთის ფედერაციის ქვედა პალატაში გამართა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ ინციდენტების გამოძიებაში. არ ვერევით საქართველოს საშინაო საქმეებში, მაგრამ აგრესიული და მტრული ქმედებები რუსეთის ფედერაციის მიმართ, რასაკვირველია, უნდა იქნას გამოძიებული“, – განაცხადა გავრილოვმა

banner
წინა სტატიაში,,ქვეყნის მართვა ნიშნავს რისკების, შედეგების გათვლას, ეს პირობა დაირღვა, რის შედეგადაც მივიღეთ რუსი დელეგატი პარლამენტის უმაღლეს სავარძელზე”
შემდეგი სტატიარუსეთის სახელმწიფო დუმაში საქართველოს კურორტებისა და ქართული პროდუქციის ბოიკოტირების ინიციატივით გამოვიდნენ