მოსკოველებს მერიამ სთხოვა სახლებიდან არ გავიდნენ

მოსკოველებს მერიამ სთხოვა სახლებიდან არ გავიდნენ

12დღეს მოსკოვის მერიამ მოსახლეობას მოუწოდა, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, არ გავიდნენ ქუჩებში, რთული ამინდის და ყინვის გამო.
“ფეხით მოსიარულეებს ვთხოვთ განსაკუთრებით იყვნენ ყურადღებით ქალაქში გადაადგილებისას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გახვიდეთ ქალაქში, რადგანაც ისევ ძლიერი ყინვებია” – განაცხადა მოსკოვის მერის პრეს-მდივანმა.
მოსკოველები ყინვების გამო ეცემიან და ტრავმებს იღებენ. მიუხედავად, იმისა, რომ ტროტუარები და ფეხით სავალი გზები სპეციალურად მუშავდება, გადაადგილება მაინც ძალიან ჭირს.
მოსკოვი ციკლონის ზონაში იმყოფება, რომელიც სკანდინავიიდან შემოვიდა.

banner
წინა სტატიაშინეთანიაჰუმ პან გი მუნს ტერორიზმის მხარდაჭერაში დასდო ბრალი
შემდეგი სტატიასაქართველოში ცხვრის კატარალური ცხელების არსებობა არ დასტურდება