მოშიმშილე ელენე ხოშტარია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მოინახულა

“დროას” ლიდერ ელენე ხოშტარიასთან, რომელიც პარლამენტში უკვე მე-9 დღეა შიმშილობს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე იმყოფებოდა.

“პრეზიდენტი იმყოფება სამუშაო ვიზიტით კვიპროსში. ის დაინტერესდა ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობით და მე, როგორც საპარლამენტო მდივანს მთხოვა, მომეკითხა და გამეგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ელენე ხოშტარია თავს ჯერჯერობით მხნედ გრძნობს. აგრძელებს თავისი პროტესტის გამოხატვას, ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, როგორც თვითონ მითხრა,”- განაცხადა მსხილაძემ ხოშტარიას მონახულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიაქციამ სუს-თან გადაინაცვლა – აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თავი გაუტეხეს
შემდეგი სტატიაუგულავა: პირველი კურსის იურისტმაც იცის, რომ ამ კადრების გამოქვეყნება პირდაპირ დანაშაულია