უგულავა: პირველი კურსის იურისტმაც იცის, რომ ამ კადრების გამოქვეყნება პირდაპირ დანაშაულია

ამ ხელისუფლებას საერთოდ არ ანაღვლებს წესი, კანონი და არაფერი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება კანონს შეგნებულად არღვევს.

„გვეუბნებიან, ჩვენ კანონს აღარ ვიცავთ. პირველი კურსის იურისტმაც იცის, რომ ამ კადრების გამოქვეყნება პირდაპირ დანაშაულია. მეორე, ლოგიკას ნუ ვეძებთ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებში. რატომ გამოაქვეყნეს, რაში დასჭირდათ, გუშინ ხომ საპირისპიროს გვიმტკიცებდნენ? გუშინ ხომ გვიმტკიცებდდნენ, რომ თავის ნებით წამოვიდა რუსთავის ციხიდან და ამის კადრები გვანახეს?! თუ თავისი ნებით წამოვიდა რუსთავის ციხიდან, მაშინ გლდანში რატომ „გაჭედა“, – განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანს ზემოთ შიშველია.

წინა სტატიაშიმოშიმშილე ელენე ხოშტარია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მოინახულა
შემდეგი სტატიასარჯველაძე – სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის გონივრული საფუძველი უნდა არსებობდეს