მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერების ინიციატივა – ჭიჭინაძე “ქართულ ოცნებაში” მორიგ დაპირისპირებას არ გამორიცხავს

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის დროებით შეჩერება – დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, არ გამორიცხავს, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდეს. დავით ჭიჭინაძის ერთ-ერთია იმ 9 დეპუტატს შორის, რომელიც “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ ცვლილებებს ეთანხმება და მხარდაჭერას ხელმოწერით ადასტურებს.

საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხული დეპუტატი ამბობს, რომ მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული პროცესი ბოლომდეა მისაყვანი, რაც შესაძლოა “ქართულ ოცნებაში” მორიგი განხეთქილების მიზეზად იქცეს.

„ეს პროცესები, რაც დაწყებულია, მისაყვანია ბოლომდე და შესაბამისად, ეს გამოაჩენს იმიტომ, რომ უბრალოდ არის რაღაც გარკვეული პირობები, რომლებიც იყო და მე ვთვლი, რომ ეს პირობები უნდა შესრულდეს იმიტომ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ კიდევ გარკვეული კომუნიკაციის საშუალება. მაგრამ, თუ ასე ხდება, რომ ყველანაირი პირობა ირღვევა, შესაბამისად, მერე აქ დაპირისპირება უფრო მძაფრი ხდება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მოსამართლეების საკითხი ჩვენი საზოგადოების თუ პირადად ნებისმიერი მოქალაქისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია და ვინც ამას ვერ შეაფასებს სათანადოდ, მე ვფიქრობ, ძალიან მალე მისი ადგილი იქნება იქ, სადაც დღეს არიან,“ – ამბობს ჭიჭინაძე.

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადადებასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის გარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზეც მსჯელობენ. ეკა ბესელიას ინიციატივა პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას და 2025 წლამდე გადადებას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარემ აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ სახელმწიფო მონაწილეობდა იმ უმსგავსობის ორგანიზებაში – სამადაშვილი ლიეჟში მომხდარ დაპირისპირებაზე
შემდეგი სტატიამან დაამტკიცა, რომ არაფრად უღირს არაფერი, გარდა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლებისა – უსუფაშვილი სააკაშვილზე