მოსამართლეობის 13 კანდიდატს მოვუსმინეთ ამ დრომდე და ისეთი სურათია, რომ მხოლოდ კოშმარულ სიზმრებში შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა – ბესელია

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 13 კანდიდატს მოვუსმინეთ ამ დრომდე და ისეთი სურათია, რომ მხოლოდ კოშმარულ სიზმრებში შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, მოსამართლეობის კანდიდატების, საპარლამენტო მოსმენებთან დაკავშირებით განაცხადა.

ბესელიას თქმით, კანდიდატ პაატა სილაგაძის მოსმენა საპარლამენტო მოსმენების ისტორიაში უნდა შევიდეს, როგორც ნიმუში, რა შეიძლება დაინახო ყველაზე საშინელი სასამართლოში.

„სერიალებად მიყვება, ვინ ვისზე უარესია. თუ არ ჩავთვლით ერთი-ორ გამონაკლისს, მთლიანობაში სურათი მართლა კატასტროფულია. მათი უმეტესი ნაწილი უვადოდ არჩეული მოსამართლეა და ჩვენ ვნახეთ, რომ მათი კომპეტენცია, კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ბოლო, გუშინდელი მოსმენა, საერთოდ საპარლამენტო მოსმენების ისტორიაში უნდა შევიდეს, როგორც ნიმუში, რა შეიძლება საპარლამენტო ტრიბუნიდან სასამართლოში ყველაზე საშინელი დაინახო. რამდენად შეიძლება დაცემული იყოს სასამართლოში მოსამართლის სტანდარტი, ეს ჩვენ ვნახეთ გუშინ პაატა სილაგაძის მაგალითზე,”- განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა : „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში ერთი ადგილით გვისწრებს აშშ, მაგრამ ჩვენი ქულა გაუმჯობესებულია და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს
შემდეგი სტატიაცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადება არის პროვოკაციული – ციხელაშვილი