მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩემთვის წყალგამყოფია

ამ დროისთვის არავისთან არ მაქვს გადაწყვეტილი ალიანსი, იქნება ეს ეკა ბესელია, კობა ნარჩემაშვილი თუ ნებისმიერი სხვა, – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილებით, იმ პროცესს გაემიჯნა, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.

ამასთან, როგორც მან განმარტა, გადაწყვეტილების შესახებ უმრავლესობაში კონსულტაციები არ ჰქონია, თუმცა აღნიშნავს, რომ პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამის შესახებ ინფორმირებულია.

“ვაპირებ გავაგრძელო ძალიან აქტიური ცხოვრება და საქმიანობა. ჩემი კონკრეტული გეგმები გამაჩნია და უახლოეს პერიოდში ჩემს ამომრჩეველს და მედიას ამის შესახებ ეცოდინება. დამოუკიდებელი სტატუსი მექნება. ეს კანონპროექტი ჩემთვის წყალგამყოფია. არამარტო კანონპროექტი, არამედ მთლიანად პროცესის ფორმა ამ თემასთან დაკავშირებით როგორც მიმდინარეობდა. გარდა ამისა, არსებობს საკითხები, რომელიც ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა. ამ წუთას არავისთან არ მაქვს გადაწყვეტილი ალიანსი, იქნება ეს ეკა ბესელია, კობა ნარჩემაშვილი თუ ნებისმიერი სხვა. მივიღე ჩემი გადაწყვეტილება და მაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა მომავლის. კონსულტაციები დატოვებასთან დაკავშირებით პარტიაში არ მქონია, თუმცა პარტიის თავმჯდომარემ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ იცის,” – განაცხადა ლევან კობერიძემ.

banner
წინა სტატიაშილევან კობერიძეს ჰქონდა შანსი, არ აეწყო ფეხი სუბიექტური ინტერესებით მოძრავი პოლიტიკოსებისთვის
შემდეგი სტატიაროგორც იქნა, ხანგრძლივი პროცესი პოზიტიური კანონის მიღებით დავასრულეთ