მოსახლეობის 40 %-ს მიაჩნია, რომ საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი კვლევების თანახმად, მოსახლეობის 40 % ს მიაჩნია, რომ საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება.
კითხვაზე – „როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო“, გამოკითხულთა 4 % პასუხობს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, 25% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 22 % მიაჩნია, რომ ქვეყანა ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. რვა პროცენტმა კი, დააფიქსირა პასუხი „არ ვიცი“.
აღსანიშნავია, რომ კითხვის ამ ვერსიაში არ ყოფილა პასუხის ვარიანტი „საქართველო საერთოდ არ იცვლება“.
კითხვის იმ ვერსიაში კი, სადაც პასუხის აღნიშნული ვარიანტი მოცემულია, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა – 2 % მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, 17 % – ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 36 % – საერთოდ არ იცვლება, 23 პროცენტი – ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება, 17 ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. 4 პროცენტმა დააფიქსირა პასუხი „არ ვიცი“. 1 პროცენტმა კი, პასუხზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით. კვლევის ცდომილების ზღვარი ±1,9%-ია. კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.

banner
წინა სტატიაში44%: სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა უმნიშვნელოა – NDI
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი დღეს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს დაასახელებს