44%: სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა უმნიშვნელოა – NDI

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 44%-სთვის სექსუალური(LGBT) უმცირესობების უფლებების დაცვა უმნიშვნელოა. გამოკითხულთა 23%-სთვის სექსუალური უმცირესობების დაცვა მნიშვნელოვანია, ხოლო 26% აცხადებს, რომ საკითხის მიმართ ნეიტრალურია.
რაც შეეხება შშმ პირების უფლებებს, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გამოკითხულთა 93%-სთვის მათი უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, ხოლო 1%-ისთვის უმნიშვნელო.

გამოკითხულთა 60%-სთვის მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, ხოლო 8%-სთვის უმნიშვნელო, გამოკითხულთა ასევე 60%-სთვის არის მნიშვნელოვანი რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა, ხოლო 11%-სთვის უმნიშვნელო.
კვლევის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

banner
წინა სტატიაში„გალტ ენდ თაგარტმა“ საპენსიო კალკულატორი შექმნა
შემდეგი სტატიამოსახლეობის 40 %-ს მიაჩნია, რომ საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება – NDI