მოსახლეობამ მშენებლობის გასაპროტესტებლად გზა გადაკეტა

ხმაური ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე – მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს, რომელიც, მათი შეფასებით, უკანონოა.

აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ გზაც გადაკეტეს. ისინი სამშენებლო ტერიტორიაზე ტექნიკას არ უშვებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

“ჩვენ გვახსოვს კალაძის განცხადება, რომ თბილისში აღარ იქნებოდა ბეტონის ჯუნგლები. ეს კომპანია ასობით ოჯახს უბნელებს სახლს”, – ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების გაყალბებით დაკავებულმა ხელისუფლებამ გელათი დაივიწყა- მედეა მეტრეველი
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” წევრები კარლ ჰარცელს ხვდებიან