არჩევნების გაყალბებით დაკავებულმა ხელისუფლებამ გელათი დაივიწყა- მედეა მეტრეველი

“არჩევნების გაყალბებისთვის სახელისუფლებო რესურსების უპრეცედენტო მობილიზებით დაკავებულმა ხელისუფლებამ სრულებით გადაივიწყდა გელათის გარშემო არსებული უკიდურესად მძიმე ვითარება,”-ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მედეა მეტრეველი საუბრობს.

მედეა მეტრეველი მთავრობის მიერ დაგვიანებული რეაგირების, გულგრილობის, საჯაროობის ნაკლებობის, თანხების არამიზნობრივი ხარჯვაზეც საუბრობს.

“ამ ყველაფრის ფონზე, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები – გელათის მთავარი ტაძარი და წმ. გიორგის ტაძარი – განადგურების პირას მიიყვანა, შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული იყო პირობა, რომ გელათის მთავარი ტაძარი, ზამთრის დასაწყისს, დროებითი გადახურვის დასრულებული კონსტრუქციით შეხვდებოდა. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია დროებითი გადახურვის კონსტრუქციის დასრულებასთან დაკავშირებით საზოგადეობის კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. კლიმატის გაუარესების და ნალექის მომატების ფონზე, გელათი ზამთარს მაინც დაუცველი ხვდება. კვლავინდებულად ლურჯი ტენტით არის გადახურული ტაძრის დასავლეთის მკლავის ნაწილი, რაც ქვის და ფერწერის დაზიანების პროცესს შეუქცევადს ხდის. ტაძრის შიგნით უფუნქციოდ არის დარჩენილი ხარაჩოები და შიდა სარესტავრაციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაწყებულა,”-აცხადებს მედეა მეტრეველი.

მისივე თქმით, პროფესიული ჯფუფების და ფართო საზოგადოების მოთხოვნების პარალელურად, „ლელომაც“ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს დროულად გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები, აეღოთ სრული პასუხისმგებლობა და მართვის სადავეები ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლის გადასარჩენად.

“კვლავინდებურად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აიღოს სრული პასუხისმგებლობა ტაძრების დროებითი გადახურვის და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, გაითვალისწინოს „ფერწერის საბჭოს“ წევრების რეკომენდაციები, ,,ICOMOS საქართველო”-ს მიერ 2020 წლის 12 ოქტომბრის შეფასება სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით და, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაასაჯაროვოს: გელათის ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის ტაძრების რესტავრაცია-კონსერვაციის სრული პროექტი, სააგენტოს 2017-2019 წლის ანგარიშები, 2017-2020 წლების სააგენტოს მონიტორინგის და ჩატარებული სამუშაოების ანგარიშები, წმ. გიორგის ტაძრების დროებითი გადახურვების სრული პროექტი, ფერწერის საბჭოს შეფასებები და კომენტარები სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით,”-აღნიშნა მეტრეველმა.

banner
წინა სტატიაშიშეამოწმეს დაწესებულებები, რომლებიც მთავრობის დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ
შემდეგი სტატიამოსახლეობამ მშენებლობის გასაპროტესტებლად გზა გადაკეტა