მორიგი შეტევა და ცრემლსადენი გაზი – სპეცრაზმმა ხალხის ტალღის გარღვევა ვერ შეძლო

კიევში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სახლთან მობილიზებული მხარდამჭერებსა და სპეცრაზმის თანამშრომლებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა.

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ხალხის კორდონის გარღვევა სცადა, რომელიც მათ იმ ავტომობილთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევს, სადაც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ვერ შეძლეს.

ადგილზე სპეცრაზმელების დამატებითი ძალების მობილიზება ხდება. არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებენ ცრემლსადენ გაზს.

სამართალდამცველები უკვე რამდენიმე საათია ვერ ახერხებენ, “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი, რომელიც საკუთარ სახლში დააკავეს, ტერიტორიიდან გაიყვანონ.

კიევში მიხეილ სააკაშვილის სახლთან სპეცრაზმელებისა და სააკაშვილის მომხრეებს შორის შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან როგორც აქტივისტები, ასევე სამართალდამცველები. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული.

დაკავებულია მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერი, მათ შორის ქალი, რომელმაც პოლიციის მანქანის მინა ჩაამტვრია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ აქტივისტებმა ბარიკადების აგება დაიწყეს. ისინი ავტომობილს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი შესაძლოა არა მხოლოდ 256-ე მიუხლით წარედგინოს, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებითაც.

ზორან შკირიაკის თქმით, ამის შესახებ დეტალურ განცხადებას უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო რადაში გააკეთებს.

ცნობილი იყო, რომ სააკაშვილს ბრალი წარედგინება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს სასწრაფო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა