კახა კალაძე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას გამოეხმაურა

კიევში ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავების საქმეზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემაც.

“ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს კონკრეტული კითხვები. უკრაინის შესაბამისს სამსახურებს გააჩნით კონკრეტული კითხვები სააკაშვილთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ის არაა საქართველოს მოქალაქე, თუმცა, საქართველოში მასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, წაყენებული აქვს ბრალი კონკრეტულ საქმეებზე, ასევე გაგზავნილია მოთხოვნა გადმოცემასთან დაკავშირებით და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუ იქნება შესაძლებელი მისი ექსტრდირება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში,”- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ეს დიდი თავის ტკივილია უკრაინისთვის და ასეთს მტერსაც კი არ ვუსურვებით”- პესკოვი სააკაშვილის დაკავებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიამორიგი შეტევა და ცრემლსადენი გაზი – სპეცრაზმმა ხალხის ტალღის გარღვევა ვერ შეძლო