მორიგი გატაცება შიდა ქართლში – რუსმა ოკუპანტებმა კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს განაპირას 2 მამაკაცი დააკავეს

newsnews
ავტ.: newsnews ნოემბერი 12, 2019 10:19

მორიგი გატაცება შიდა ქართლში – რუსმა ოკუპანტებმა კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს განაპირას 2 მამაკაცი დააკავეს

მორიგი გატაცება შიდა ქართლში. რუსმა ოკუპანტებმა, სავარუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს განაპირას ორი მამაკაცი დააკავეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა 60 წლამდე მამაკაცები საქონელს მწყემსავდნენ.

სავარაუდოდ ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი ამჟამად უკვე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

გატაცების ფაქტს სუსიც ადასტურებს, თუმცა თავად გატაცებულის ოჯახებს მომხდარზე საუბარი კატეგორიულად არ სურთ. უფრო მეტიც – ისინი გატაცების ფაქტს არ ადასტურებენ და “რუსთავი 2-ის” გადამღები ჯგუფის მიმართ საკმაოდ აგრესიულები იყვნენ.

ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია .

newsnews
ავტ.: newsnews ნოემბერი 12, 2019 10:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,785
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics