66 ათას ლარზე მეტი ღირებულების კონტრაბანდული სასმელი – ფინანსურმა პოლიციამ ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე.

„2018-2019 წლის განვლილ პერიოდში, ბრალდებულმა, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოიტანა ჯამში – 66 488 ლარის ღირებულების პროდუქცია – ენერგეტიკული სასმელი და მოახდინა მისი რეალიზაცია აჭარის რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში, რითაც მიიღო დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიმორიგი გატაცება შიდა ქართლში – რუსმა ოკუპანტებმა კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს განაპირას 2 მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატია24 წლის გარდაცვლილის ოჯახს მართლმადიდებელი ეკლესია წესის აგებაზე უარს ეუბნება – მიზეზი “ბიბლიური თავისუფლების” წევრობაა