მოქალაქეებს 2018 წლის 10 აპრილამდე „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები გაუუქმდათ

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 22, 2020 12:19

მოქალაქეებს 2018 წლის 10 აპრილამდე „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები გაუუქმდათ

ყველა იმ პირს, რომელიც 2018 წლის 10 აპრილამდე კომპანია „სითი პარკმა“ დააჯარიმა, სანქციები გაუუქმდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა საქართელოს პარლამენტს მხარდაჭერისა და თანამდგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„იცით, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ჩვენ ხელშეკრულება შევწყვიტეთ კომპანია „სითი პარკთან“, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოქალაქეების არასწორი დაჯარიმება იყო. იმ მოქალაქეებს, რომელთა ჯარიმები ჯერ აღსრულებაში არ იყო მოყვანილი, დაახლოებით, მილიონამდე ლარის ჯარიმა ჩამოეწერება. ჩვენ ამნისტიის ინიციატივა მოვამზადეთ და პარლამენტში გადავაგზავნეთ, რომელსაც მხარდაჭერა მოჰყვა. მინდა, პარლამენტის თითოეულ წევრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადავუხადო. ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის ამნისტია, რომელიც განხორციელდა, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 22, 2020 12:19