23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაცის ოჯახმა ადასტურებს.

ის 18 ივლისს ფონიჭალიდან გაუჩინარდა. ის სახლიდან მანქანით გავიდა, შემდეგ კი მისი კვალი დაიკარგა.

მისმა ოჯახმა პოლიციას გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში მიმართა.

გუშინ, 21 ივლისს ბაჩალიაშვილის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და პოლიციას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა. სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი დღეს, 22 ივლისს ჩაერთო.

დღესვე, ცხედრის პოვნამდე განცხადება გაავრცელა იმ კომპანიის ხელმძღანელმა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა – ის პროგრამისტი იყო.

როგორც “ზეგ”-ის დირექტორმა, თამარ კობერიძემ ინტერპესნიუსს უთხრა, თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც კომპანიას გასულ კვირას შეატყობინა.

“ეს არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, რადგან ბოლო წლის მანძილზე რამდენიმეჯერ ჰქონდა გაჟღერებული, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება ჩვეულებრივად მივიღე და ველოდებოდი, რომ ორშაბათს შემეხმიანებოდა”. – ამბობს კობერიძე.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერია პრესის ჯიხურების ერთიან ვიზუალს დაამტკიცებს
შემდეგი სტატიამოქალაქეებს 2018 წლის 10 აპრილამდე „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები გაუუქმდათ