,,მოპარულ არჩევანს თითოეული ჩვენგანი აუცილებლად დავიბრუნებთ”

მოპარულ არჩევანს თითოეული ჩვენგანი აუცილებლად დავიბრუნებთ, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ „ქართულ ოცნებასაც“ მიმართა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშაძის თქმით, პროტესტს განგრძობითი ხასიათი ექნება. “საქართველოში არ ჩატარებულა სამართლიანი არჩევნები და ჩვენ გვაქვს უფლება ეს გავაპროტესტოთ. ჩვენ ან ვიკრიბებით და ვამბობთ, რომ ასეთი არჩევნები აღარ უნდა ჩატარდეს ან ვეგუებით დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვას.

ჩვენ, აქ შეკრებილები, ვერ შევეგუებით უსამართლობას, რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენ გვინდა მაგალითი იყოს საქართველო თანამედროვე ცივილურ სამყაროში და არა დესტრუქციის”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ საპროტესტო აქციაზე.

banner
წინა სტატიაში“დამნაშავეები მაინც დაისჯებიან… არ გამოვა სხვანაირად”
შემდეგი სტატიაარ ყოფილა ესეთი ფაქტი ისტორიაში, რომ 900 ათასმა ადამიანმა ოპოზიციას მისცა ხმა და ხელისუფლებამ დასვა დასმული პრეზიდენტი