არ ყოფილა ესეთი ფაქტი ისტორიაში, რომ 900 ათასმა ადამიანმა ოპოზიციას მისცა ხმა და ხელისუფლებამ დასვა დასმული პრეზიდენტი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება. დეკანოიძე იმ მოთხოვნებზე საუბრობს, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციას ხელისუფლებისადმი აქვს.

„პირველ რიგში, ეს არის უსამართლო საარჩევნო სისტემის დარღვევა, მოშლა და პროპორციული სისტემის აწყობა, რომელიც შანსს იმისას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ქვეყანა გამოვაცალოთ ოლიგარქს ხელიდან. სანამ ესეთი უსამართლო სისტემა იქნება საარჩევნო, მანამდე ოლიგარქი ყოველთვის ეცდება, რომ მოიპაროს ხალხის ხმები და რეალურად, არ გამოიხატოს ადამიანების ნება, რომელიც არ გამოიხატა რამდენიმე დის წინა, საპრეზიდენტო არჩევნებზე. მეორე, ეს იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. უნდა ჩატარდეს სამართლიანი სისტემით, საარჩევნო სისტემით და ასევე საარჩევნო კომისიები,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საარჩევნო კომისიები და ცენტრალური საარჩევნო კომისია უნდა დაკომპლექტდეს გამჭვირვალედ.

„ქუჩა იყო ის, რაც ხდებოდა 28 ნოემბერს. ქუჩაში იყო ჩატარებული არჩევნები. მობილიზებული იყვნენ კრიმინალები, ადამიანები, რომლებიც მე ვნახე, ჩამოყვანილი სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებზეც სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული და ეს ადამიანები მართავდნენ, მათ შორის ახალგაზრდებს რომ მოსულიყვნენ და ხმა მიეცათ სალომე ზურაბიშვილისთვის. ასეთ იყო რეალურად ეს საარჩევნო სისტემა,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ ეს არ იყო არჩევნები, სადაც გამოხატული იყო მოქალაქეების ნება.

„მე პირადად და ჩემი მეგობრები გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში დასრულდეს ოლიგარქის მმართველობა,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძე ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძემ არჩევნებზე ხმების უზარმაზარი რაოდენობა მიიღო.

„900 ათასი ადამიანი, არ ყოფილა ესეთი ფაქტი ისტორიაში, რომ 900 ათასმა ადამიანმა ოპოზიციას მისცა ხმა და ხელისუფლება გამოვიდა და დასვა დასმული პრეზიდენტი,“ – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი პაატა დავითაია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პარალელურად საარჩევნო კოდექსის შეცვლის აუცილებლობაზეც საუბრობს. მისი თქმით, ამის შემდეგ არის შესაძლებელი სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

პაატა დავითაიას თქმით დღეს ქუჩაში გამოვიდა აღშფოთებული მოსახლეობა, რომელიც არ აპირებს შეეგუოს არჩევნების გაყალბებას.

„მოხდა არჩევნების მოპარვა, ამან გამოიწვია სერიოზული უკმაყოფილება ამომრჩეველში. ხალხი არ აპირებს შეეგუოს რომ ვინმე მის ფუნდამენტურ უფლებას რასაც ჰქვია არჩევანი, მოიპარავს. გუშინ ვადევნებდი თვალ-ყურს აფხაზურ პრესას. სადაც პირდაპირ ეწერა, რომ თუ საქართველო იყიდება კართოფილზე და იყიდება ხახვზე რამდენი კართოფილი და ხახვია საჭირო რომ აღიაროთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ეს რას ცხადყოფს იცით? ეს ცხადყოფს იმას, რომ უკვე სეპარატისტებიც კი დასცინიან ამ ხელისუფლებას,“-განაცხადა პაატა დავითაიამ.

პაატა დავითაია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ აქვს, რადგან მან და „ქართულმა ოცნებამ“ „არჩევნები მოიპარეს“.

გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე იმყოფება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მურთაზ ზოდელავა, რომელმაც 28 ნოემბრის არჩევნები შეაფასა. ზოდელევამ გამოვლენილ დარღვევებსა და მოსყიდვის ფაქტებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ არჩევნები მოიპარა და გააყალბა.

“არჩევნების დღეს ხდებოდა ტერორი პირდაპირი მოსახლეობის წინააღმდეგ,”-აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

banner
წინა სტატიაში,,მოპარულ არჩევანს თითოეული ჩვენგანი აუცილებლად დავიბრუნებთ”
შემდეგი სტატიასტიქიით მიყენებული ზიანის აღდგენითი სამუშაოების მონიტორინგი მიმდინარეობს