მომღერალი ზურა ხაჩიძე, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

მომღერალი ზურა ხაჩიძე, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია ხაჩიძემ დაადასტურა. ხაჩიძის განცხადებით, მისი წარდგენა დღეს მოხდა, მოლაპარაკებები კი მხარის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ხაჩიძე ამბობს, რომ შეთავაზება თავად გუბერნატორისგან მიიღო და ის ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება.

როგორც ხაჩიძემ განაცხადა, ის გუბერნიაში კულტურის-სპორტის და ტურიზმის მიმართულებას უხელმძღვანელებს. მისი თქმით, უზრუნველყოფს, რომ მხარე როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის ბევრად უფრო მიმზიდველი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ზურა ხაჩიძე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან“.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე: „ქართული ოცნება“ მთელი ქვეყნის ეთიკის საბჭოეზეა გასატანი
შემდეგი სტატიაერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება