დავით ჭიჭინაძე: „ქართული ოცნება“ მთელი ქვეყნის ეთიკის საბჭოეზეა გასატანი

„ქართული ოცნება“ მთელი ქვეყნის ეთიკის საბჭოეზეა გასატანი. იმის მერე, რაც მოვისმინეთ, რომ 2012 წელი თურმე ხარვეზიანი ყოფილა და დაპირებებს თურმე შესრულება არ უწერია, ვფიქრობ, ეთიკის საბჭოზე პირველ რიგში „ქართული ოცნების“ საქმეა განსახილველი და მისი პარლამენტის თავმჯდომარის.

მთელი ქვეყნის ეთიკის საბჭოზეა მთლიანი „ოცნება“ გასატანი. მათ მოახერხეს ის, რომ მათი სიტყვა აღარ არის წონადი და ამიტომაც, როცა არგუმენტები არ აქვთ, გადადიან კუნთებსა და მუშტებზე, პირველყოფილ მეთოდებს მიმართავენ.

მოკლედ, სანქცია არ უშველის არაფერს. აღარავის სჯერა მათი სიტყვების და არაფრით არ განსხვავდებიან „ნაციონალური მოძრაობისგან“.

თანაც, წესრიგის დამყარება არ ხდება შეზღუდვით. წესრიგის დამყარება ხდება წესიერი საქციელით და არა ვიღაცის მოგონილი სანქციებით. ანუ, უკულტურო დეპუტატს არანაირი ეთიკის საბჭო არ უშველის და ეს მხოლოდ თამაშია.

ისე, მივლინებაში მეც მივდიოდი ყაზახეთში, დამკვირვებლად, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ ამიკრძალა. ასე რომ, დიდი დანაკარგი არ არის. თვითონ ფაქტია ყველაზე არაეთიკური, რომ შენი საკითხი ეთიკის საბჭოზე გადის” – ასე შეაფასა დავით ჭიჭინაძემ   პარლამენტის ეთიკის საბჭო პირველ სხდომა, რომელზეც პარლამენტის წევრების მხრიდან ეთიკური ნორმების დარღვევა უნდა განიხილონ და კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღონ. ერთ-ერთი სანქცია კი, შესაძლოა უცხოეთში მივლინების შეზღუდვაც იყოს.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის პორტი, ბიზნესმენების ე.წ. ოქროს სიის გაუქმება – ენმ-ის წევრები ფინანსთა მინისტრის მოადგილეს კითხვებს უსვამენ
შემდეგი სტატიამომღერალი ზურა ხაჩიძე, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა