“მომავალ წელს ყველა დეპუტატი იქნება წარმოდგენილი პარლამენტში”

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივნის, ირაკლი კობახიძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება პარლემენტში შესვლასთან დაკავშირებით მკაფიოა და ისინი მტიცე უარზე არიან, მომავალი წლისთვის, კობახიძე დარწმუნებულია, რომ ყველა დეპუტატი იქნება საქართველოს რიგით მეათე მოწვევის პარლამენტში წარმოდგენილი.

“წინასწარ ვერ გვექნება კონკრეტული მოლოდინი რვავე პარტიასთან დაკავშირებით, მაგრამ იმედი გვაქვს რვავე პარტია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, ყველა შემთხვევაში, რვა იქნება, შვიდი თუ ექვსი, მე დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ყველა დეპუტატი იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომ მეტი შანსი მივცეთ დროის თვალსაზრისით პოლიტიკური პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით”. – ამბობს ირაკლი კობახიძე.

banner
წინა სტატიაში“პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები განიხილება”
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ელჩი “ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა