მოლდოვის პრეზიდენტი: ქართველ პარტნიორებს მოვუწოდებთ, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა გაუწიონ

ქართველ პარტნიორებს მოვუწოდებთ, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა გაუწიონ, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ „ტვიტერში“ წერს.

„შემაშფოთებელი ცნობები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე. ჩვენს ქართველ პარტნიორებს მოვუწოდებთ ყოფილ პრეზიდენტს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა გაუწიონ და მის გამოჯანმრთელებას მხარი დაუჭირონ. ჯანმრთელობის უფლება ადამიანის უფლებებისა და ჩვენი გაგებით ღირსეული ცხოვრების ფუნდამენტური ნაწილია“, – დაწერა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ „ტვიტერზე“.

banner
წინა სტატიაშირუსებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი უკრაინისთვის სავარაუდოდ 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღების ახალ პაკეტს მოაწერს ხელს