ჯო ბაიდენი უკრაინისთვის სავარაუდოდ 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღების ახალ პაკეტს მოაწერს ხელს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის სავარაუდოდ 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღების ახალ პაკეტს მოაწერს ხელს, რათა დაეხმაროს ოფიციალურ კიევს რუსეთის შეჭრის მოგერიებაში. ამის შესახებ „როიტერთან“ საუბარში ანონიმურმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს. მათი ინფორმაციით, უახლესი პაკეტი სავარაუდოდ მოიცავს მეტ საბრძოლო მასალას ისეთი სისტემებისთვის, როგორიც მაგალითად ჰაუბიცებია.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, 24 თებერვლიდან, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 3,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღება მიაწოდა, მათ შორის ჰაუბიცები, „სტინგერის“ საზენიტო სისტემები, „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ე.წ. გოსთის ტიპის დრონები და საბრძოლო მასალები.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვის პრეზიდენტი: ქართველ პარტნიორებს მოვუწოდებთ, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა გაუწიონ
შემდეგი სტატია„აზოვსტალიდან“ 50 ადამიანის, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია განხორციელდა