მოლაპარაკებებზე ჩვენი პოზიციის საბოლოო წერტილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გამორიცხა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად უკრაინის ტერიტორიის დათმობა და აღნიშნა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები ამ დროისთვის არ მომდინარეობს.

“უკრაინის ამოცანა ამ ომში არის ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება, ტერიტორიული მთლიანობისა და აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში სუვერენიტეტის სრულად აღდგენა. ეს არის ჩვენი საბოლოო პოზიცია მოლაპარაკებებზე. […] ამჟამად, რუსეთის პოზიციისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მისი უწყვეტი აგრესიის გამო, არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის არ მიმდინარეობას”.– ამბობს კულება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ის ახლავე უნდა გათავისუფლდეს – გალერი
შემდეგი სტატიასად ვისვენებ? აგერ დავდივარ პარლამენტში და ერთი თვეა ვიხვეწები, სხდომათა დარბაზის კარს ურდული მოხსნან – გოცირიძე