მოკლულია 27 წლის ბიჭი, მოხვედრილი აქვს 9 ტყვია – ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურანთაში გუშინ მოკლული მამაკაცი 27 წლის ირაკლი ტარიელაძეა.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მას გუშინ დაახლოებით საღამოს 11 საათისთვის მაშინ ესროლეს, როცა ის საკუთარი ავტომანქანით სახლში ბრუნდებოდა.

ტარიელაძეს ე. წ აბრეზიდან 9 ტყვია აქვს მოხვედრილი.

ახლობლების თქმით, გარდაცვლილს ადრე კონფლიქტი ჰქონდა მეზობლებთან, რის გამოც ის სოფლიდან დიდი ხნით წასული იყო. მათივე თქმით, ის მოტყუებით დააბრუნეს უკან და მერე მოკლეს:

“სავარაუდო ეჭვმიტანილები მეზობლები არან. ირაკლის მათთან პრობლემა ჰქონდა, ის სოფლიდან წასული იყო და სხვაგან ცხოვრობდა. მერე მოტყუებით ჩამოყვანეს, არ არის პრობლემაო და მოკლეს”-გვიყვებიან გადრაცვლილის ახლობლები.

შსს-ს ცნობთ მომხდარზე ამ ეტაპზე მიმდნარეობს გამოძიება, სსკ 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშიკომიტეტებში ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა