კომიტეტებში ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე ამ ეტაპზე საგარეო და დიასპორის საკითხების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მსჯელობენ.

დეპუტატების ნაწილს ამ მიმართულებით შენიშვნები არ აქვთ. ოპოზიციისთვის აქტუალური სოციალური სფერო, საგარეო ვალი და თავდაცვის ბიუჯეტია, რომელიც წელს 702 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, მაშინ როცა 2017 წელს თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 748 მილიონი ლარი იყო.

„საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, ნომინალურად რა ციფრებშია ასახული თავდაცვის ბიუჯეტი, არამედ პირველ რიგში შეკითხვა უკავშირდება იმას, როგორ ნაწილდება ბიუჯეტი და რეალურად, რა სახსრებია გამოყოფილი იმისთვის, რომ გაძლიერდეს სამხედრო ინფრასტრუქტურა და გაძლიერდეს თავდაცვითი შესაძლებლობები”, – განუცხადა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტარმა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ოზურგეთში – მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს
შემდეგი სტატიამოკლულია 27 წლის ბიჭი, მოხვედრილი აქვს 9 ტყვია – ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები