“მოხვდება რუსი სამოთხეში, იქ კი პუტინია” – სოციალურ ქსელში პუტინის გამოსვლა რეაქციის გარეშე არ დაუტოვებიათ

 

“აგრესორმა უნდა იცოდეს: შურისძიება გარდაუვალია, ის ყველა ვარიანტში განადგურდება. ჩვენ კი, აგრესიის მსხვერპლნი, როგორც წამებულები სამოთხეში მოვხვდებით. ისინი კი უბრალოდ, ჩაძაღლდებაინ, იმიტომ რომ ისინი მონანიებასაც კი ვერ მოაწრებენ” – ვლადიმირ პუტინმა თქვა. მისი გამოსვლა სოციალური ქსელის მომხმარებლებს კომენტარის გარეშე არ დაუტოვებიათ. “ბიბისიმ” რამდენიმე მათგანი გამოაქვეყნა. “ალო, გალოჩკა, შენ ხარ? ახლა სამოთხეში მოხვდები! სხვები ამოიხოცებიან!”, “მოხვდება რუსი სამოთხეში, იქ კი პუტინია”, “როსკოსმოსმა მსოფლიოში პირველად სამოთხეში გასაფრენად დაიწყო მზადება. მიდის ნაკადის შეკრება”, ” – რუსები ატომური თავდასხმის შემთხვევაში სამოთხეში მოხვდებიან. – სად მოხვდებიან ის რუსები, რომლებსაც ღმერთის არ სჯერათ? – ციხეში!” – ეს და სხვა გამოხმაურებები მოყვა რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლას.

18 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინმა სოჭში მიმდინარე ფორუმზე თქვა, რომ მოსკოვი ატომურ იარაღს იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუკი დარწმუნდება, რომ აგრესორი მასზე თავდასხმას აპირებს და დაამატა, რომ რუსეთი უზარმაზარია და მას “არავისი არაფერი არ უნდა”.
“და ყირიმი?” -კითხა ფორუმის მოდერატორმა, ფილოლოგმა ფიოდორ ლუკიანოვმა
“ყირიმი ჩვენია” – უპასუხა პუტინმა და ხაზი გაუსვა, რომ ნახევარკუნძულის მკვიდრებმა რეფერენდუმზე რუსეთთან ყოფნას მისცეს ხმა.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის “ყველაზე ეფექტური ნაციონალისტია”და მხარს არ უჭერს “სულელურ და პირველყოფილ ნაციონალიზმს”.

banner
წინა სტატიაში“თბილსერვის ჯგუფის” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაინდოეთში მატარებელი მოზეიმე ადამიანების ჯგუფში შეიჭრა – ათობით დაღუპულია