ინდოეთში მატარებელი მოზეიმე ადამიანების ჯგუფში შეიჭრა – ათობით დაღუპულია

50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაზიანდა მას შემდეგ, რაც პენჯაბის შტატის ქალაქ ამრიტსაპში მატარებელმა ხალხს გადაუარა – “ბიბისი” ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქში ინდუსების ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულს აღნიშნავდნენ – დუსშერს, რომელიც სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა. ასობით ადამიანი იდგა რელსებზე და აკვირდებოდა მითოლოგიური მეფე-დემონ რავანას ფიტულის დაწვას, როცა მატარებელმა ხალხი გაიტანა – თვითმხილველები ამბობენ. ფიტული სავსე იყო პიროტექნიკით, ხალხმა ფიტულის აფეთქების გამო მოახლოვებული მატარებელი ვერ შეამჩნია. მთავარი შეკითხვა, რომელსაც ისინი სვამენ არის რატომ არ გააჩერა მემანქანემ მატარებელი.

 

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჰოსპიტალიზირებულ დაშავებულებს უმკურნალებს. პენჯაბის შტატის ხელმძღვანელმა მომხდარს “აბსოლუტური ტრაგედია” უწოდა.

banner
წინა სტატიაში“მოხვდება რუსი სამოთხეში, იქ კი პუტინია” – სოციალურ ქსელში პუტინის გამოსვლა რეაქციის გარეშე არ დაუტოვებიათ
შემდეგი სტატიახაშოგის გაქრობა: ხუთი შეკითხვა, რომელზეც ჯერჯერობით პასუხი არ არსებობს