მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული კაბელები და მანქანები, გადადებული ავიარეისები – ძლიერი ქარი თბილისში

ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე უბანში ხეები და ელექტრო გადამცემი კაბელები მოგლიჯა. დაზიანებულია ქუჩაში მდგარი მანქანები. ჟვანიას მოედანსა და გურამიშვილის გამზირზე მოგლეჯილი ხეები გზის სავალ ნაწილზე დაეცა. შესაბამისმა სამსახურმა ისინი ტერიტორიიდან უკვე გაიტანეს.ქარის გამო ელექტროენერგია შეეზღუდა ღამის განმავლობაში თბილისის რამდენიმე უბანს.
უამინდობის გამო ფრენები გადაიდო საერთაშორისო აეროპორტში. თბილისიდან მიუნხენისა და თურქეთის მიმართულებით ვერ შესრულდა ორი რეისი. ფრენები გადაიდო თბილისის მიმართულებითაც.

banner
წინა სტატიაშიზვიად კუპრავას და მის მეუღლეს თავს დაესხნენ – უფლებადამცველს ცივი იარაღით ჭრილობები თავში აქვს მიყენებული
შემდეგი სტატიაპანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულების საკითხზე დღეს სასამართლო იმსჯელებს