ზვიად კუპრავას და მის მეუღლეს თავს დაესხნენ – უფლებადამცველს ცივი იარაღით ჭრილობები თავში აქვს მიყენებული

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს თავს დაესხნენ. ზვიად კუპრავას ფიზიკურად საკუთარი სახლის სადარბაზოში, გვიან ღამით გაუსწორდნენ. კუპრავას ცივი იარაღით ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული. დაშავდა მასთან ერთად მყოფი მეუღლეც, ქალბატონს ხელი აქვს მოტეხილი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისინი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა.
„ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ თუ რამ გამოიწვია და საიდან მომდინარეობდა თავდასხმა ჩემზე. ჩემი ვარაუდით, ეს მომდინარეობს იმ ქმედებებიდან, რასაც მე და ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია რა საქმიანობასაც ეწევა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენ რაზეც ვმუშაობთ, ეს არის დაცვის პოლიციაში არსებული გარღვევა 28 მილიონი ლარის,“ – აცხადებს კუპრავა.

banner
წინა სტატიაშითემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამოგლეჯილი ხეები, დაზიანებული კაბელები და მანქანები, გადადებული ავიარეისები – ძლიერი ქარი თბილისში