„მოძრაობა საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავს

„მოძრაობა საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავს. ადგილი ჰქონდა მცირე დაპირისპირებას სამართალდამცველებთან.

სამოქალაქო აქტივისტების მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს ხუთდღიანი საკარანტინე რეჟიმი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის.

მათი თქმით, ეს მიდგომა დისკრიმინაციულია, რაც ბევრ სირთულეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს. „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრების თქმით, ამ შემთხვევაში ხელისუფლებისთვის ალტერნატივა არის, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ მოქალაქეებს „კოვიდ-19“-ზე ტესტირება ჩაუტარონ ე.წ. სწრაფი ტესტი, რაც სახელმწიფოსთვის ფინანსურად უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ხუთი დღე სასტუმროში მათი დაბინავება და გამოკვება.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, საკარანტინე სასტუმროების მოწყობა კონკრეტული პირების ინტერესია, რათა ფინანსური მოგება ნახონ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიენმ-ს საგანგებო განცხადება – არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას
შემდეგი სტატიაგიორგი ხოჯევანიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი გახარიას უკან ბიძინა ივანიშვილი დგას